დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ქართული კუთხეების ფესტივალი“ გურიის  დღეებით გაგრძელდება - „წისქვილი ჯგუფი“

,,ქართული კუთხეების ფესტივალი“ გურიის დღეებით გაგრძელდება - „წისქვილი ჯგუფი“

12-07-2023 11:01:30

 

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ გრძელდება. ,,წისქვილი ჯგუფი" 15 და 16 ივლისს გურიას უმასპინძლებს. ქართველი და უცხოელი სტუმრები გურიის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გაეცნობიან.

როგორც ,,წისქვილი ჯგუფის“ წარმომადგენელმა Business Insider Georgia- თან აღნიშნა, სტუმრებს გურული ცეკვა-სიმღერის ავთენტურ ვერსიებს, ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ნომრებს წარუდგენენ.

სპეციალურად ამ დღეებში წისქვილის ეზოში დამსწრე საზოგადოებისთვის ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს ანსამბლები „სახიობა“, „ლაზიერი“ და „სამება“ შეასრულებენ. ,,სტუმრები დააგემოვნებენ გამორჩეულ გურულ კერძებს და შეფ-მზარეულებთან ერთად მათ მომზადებასაც ისწავლიან.

ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა წისქვილი ეზოში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე დაათვალიერონ და შეიძინონ გურიიდან ჩამოტანილი და ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია. ბავშვებს კი დახვდებათ სპეციალური სივრცე, სადაც შეძლებენ თავი მრავალფეროვანი გასართობითა და აქტივობებით შეიქციონ", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ „ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქართული კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.

ფესტივალი სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, წისქვილმა უკვე უმასპინძლა იმერეთს, სვანეთს, კახეთს, სამეგრელოსა და რაჭას.

გურიის შემდეგ კი, ივლისის ბოლო შაბათ-კვირას სტუმრების წინაშე აჭარა წარდგება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ცნობისთვის, ქართული კუთხეების ფესტივალი“ წელს პირველად იმართება, თუმცა, „წისქვილი ჯგუფში“ ამბობენ, რომ მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და ტრადიციად იქცევა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები