კომპანია „ქართული კალათა“ გურიაში ხილის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს, რომელიც ექსპლუატაციაში 2025 წლის გაზაფხულზე უნდა შევიდეს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ქართული კალათის“ თანადამფუძნებელმა ვაკო ელისაბედაშვილმა განაცხადა, საწარმოში თავდაპირველად მოხდება ხილის გადამუშავება და ჩურჩხელის წარმოება.
ინვესტიციის მოცულობა სავარაუდოდ 3 მლნ ლარს მიაღწევს.
საწარმო გასასამუშავებლად ფერმერებისგან ხილს ჩაიბარებს, რადგანაც კომპანიას თავისი ბაღები არ გააჩნია. სამომავლოდ კი წარმოებული პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდის პარალელურად, კომპანია ექსპორტზე გასვლასაც განიხილავს.
რაც შეეხება საწარმო ხაზს, ტექნიკის ნაწილი კომპანიას უკვე გააჩნია, დიდი წარმადობისთვის დამატებითი ტექნიკის შეძენასაც აპირებს. საუბარია ისეთი პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც დიდი რაოდენობით იყიდება და როგორც „ქართული კალათის“ თანადამფუძნებელი ამბობს, ამ მხრივ ლიდერი ტყემალია, რომლის წარმოებასაც მაღალი წარმადობის აპარატურა სჭირდება.
“ქართული კალათის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ საწარმოს გახსნით კომპანია მთელი ჯაჭვის კონტროლს შეძლებს და ასევე გაიზრდება მოგების მარჟაც, რადგანაც საკუთარ წარმოებაზე იქნება დამოკიდებული.
„ერთი, რომ მოგების მარჟა გაგვეზრდება და მეორე ის, რომ ჩვენს ხელში გვინდა, რომ მთელი პროცესი იყოს მოქცეული, რაც სამომავლოდ ბევრ რამეს გაგვიმარტივებს, თუნდაც ექსპორტს“, - აცხადებს ვაკო ელისაბედაშვილი.
„ქართული კალათა“ რომელიც აწარმოებს და ყიდის ქართული წარმოების ტრადიციულ თუ ინოვაციურ პროდუქტებს ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა.
„ქართული კალათა“ ბაზაზე ოპერირებს 2015 წლიდან. თავდაპირველად წარმოდგენილები ვიყავით მხოლოდ ერთი მაღაზიით, თბილისში ლესელიძის ქუჩაზე. ფერმერებისგან ვყიდულობდით პროდუქციას და შედეგ ვყიდდით ჩვენს მაღაზიაში. ეტაპობრივად გავიზარდეთ. ვინაიდან ტურიზმზე ორიენტირებული კომპანია ვიყავით პანდემიის დროს სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და მოგვიწია ბევრი ობიექტის გაჩერება. პანდემიის შემდეგ აღდგენა ეტაპობრივად დავიწყეთ. რეალურად მუშაობა ფიზიკური მაღაზიით დავიწყეთ და შემდეგ დავამატეთ ონლაინ მაღაზიაც. ონლაინ მაღაზია გავხსენით პანდემიის დროს, როდესაც მარტო დელივერი მუშაობდა.
კომპანიის გაყიდვების დიდი ნაწილი მაინც ფიზიკურ მაღაზიებზე მოდის და „ქართული კალათა“ დღეისათვის 2 მაღაზიას და 2 სავაჭრო წერტილს ფლობს“, - აცხადებს „ქართული კალათის“ თანადამფუძნებელი.
ვაკო ელისაბედაშვილის თქმით, მიმდინარე წლის 10 თვეში, გასული წლის 10 თვესთან შედარებით კომპანიის გაყიდვების 30%-იან ზრდას აჩვენებს.
„საბოლოო ჯამში ვუახლოვდებით პანდემიამდელი პერიოდის გაყიდვებს. ჯერჯერობით საბოლოო ანალიზი არ გაქვს, მაგრამ 2024 წელს აუცილებლად მივუახლოვდებით და შესაძლოა ოდნავ გადავასწართ 2019 წლის მაჩვენებელს“, - აცხადებს ვაკო ელისაბედაშვილი.
უახლესი
9 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება23 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად