პირველი ქართული ღვინის მარილი „მარილა“, რომელიც კულინარიაში აქტიურად გამოიყენება ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას და საექსპორტო არეალის ზრდას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „მარილას“ დირექტორმა ვახტანგ ვათიაშვილმა განაცხადა, „მარილა“ თბილისში საკუთარ შოურუმსაც გახსნის, სადაც „მარილას“ პროდუქციასთან ერთად ჯგუფში შემავალი Wine Diamond-ის და Emocia Wines-ის პროდუქციაც იქნება წარმოდგენილი.
„მარილა“ დაახლოებით 1 წელია რაც ბაზარზე გამოჩნდა. გაყიდვები მზარდია და ჩვენ დევიზიც ესაა - „8 ათასში პირველი“. ვაწარმოებთ ქართული ქვევრის ღვინის მარილს, ეს არის მსხვილი დაფქვის, ანუ პირველი ხარისხის მარილი, რომლის შემდგომ ღვინოსთან შეზავება ხდება. ანუ მარილს ვაზავებთ ქვევრის საფერავსა და რქაწითელში, რათა ჩვენი, ქართული, იდენტობა შევინარჩუნოთ. ევროპაშიც და მსოფლიოშიც ქართული ქვევრის ღვინო უნიკალურია და შესაბამისად ქართული მარილია და თავისთავად უნიკალურია.
მარილი გამოიყენება კულინარიაში, ღვინო და მარილი ერთად რომ ვარგდება ინარჩუნებს თავის არომატებს და ძალიან უხდება ხორცეულს, სტეიკებს, ქართულ სამზარეულოში მწვადსა და ხაშლამას. ასევე კარგია სალათების, ყველის, რძის პროდუქტების გასაფორმებლად და თავის განსაკუთრებულ არომატსაც ასე გადასცემს“, - აღნიშნა ვახტანგ ვათიაშვილმა.
კომპანია „მარილას“ დირექტორის თქმით, ამ დროისათვის პირველი ქართული ღვინის მარილი იყიდება „8000 მოსავალში“ და “სასმურში“, თუმცა სარეალიზაციო ქსელის გაფართოებაზე კომპანია მოლაპარაკებებს სხვა მაღაზიებთანაც აწარმოებს.
რაც შეეხება ექსპორტს „მარილამ“ პირველი ექსპორტი დიდი ბრიტანეთში, კონკრეტულად ლონდონში გაიტანა და ამ დროისათვის აქტიური მოლაპარაკებები აქვს იტალიაში გატანაზეც, როგორც კომპანია „მარილას“ დირექტორი ამბობს, გაზაფხულზე „მარილას“ შეთავაზებას დუბაიშიც აპირებენ, საიდანაც მოთხოვნა უკვე ფიქსირდება.
„მარილა“ არის ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტის პირველი ბრენდი, რომელმაც ფართო აუდიტორიას - მაღაზიათა ქსელებსა და უცხოეთს, ქართული, ქვევრის ღვინის მარილი წარუდგინა. „მარილაში“ გამოყენებულია საკვები მარილი და პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინო, რომელიც პროდუქტს განსაკუთრებულ ფერს და არომატს სძენს.
ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ ორი სახეობა, კლასიკური სახით: საფერავისა და რქაწითელის ღვინის მარილი, რომელიც არ შეიცავს არანაირ დანამატს, როგორიცაა კოლორანტი, არომატიზატორი და სხვა. „მარილა“ არის ალკოჰოლისგან თავისუფალი, ჯანსაღი საკვები პროდუქტი. მისი არომატი და ფერი სრულად განპირობებულია ღვინის უნიკალური თვისებებით, რომელსაც ეს უკანასკნელი გვაძლევს.
„მარილა“ იქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, პირველი გამოწვევა იყო რეცეპტის შექმნა და ცდების ჩატარება ისეთ ძვირფას ნედლეულზე, როგორიც პრემიუმ ხარისხის ღვინოა. არაერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ, შეიქმნა „მარილას“ კომპანიის საავტორო რეცეპტი, რითაც დღეს „მარილა“ მზადდება. რეცეპტი დაცულია საქპატენტში, როგორც „მარილას“ მეთოდური ნაშრომი. რა თქმა უნდა, დამზადების წესი დღითიდღე იხვეწება, რადგან საუკეთესო ღვინო გვაძლევს ექსპერიმენტებისა და ფანტაზიის დიაპაზონის გაშლის საშუალებას.
„„მარილა“ არამხოლოდ ინოვაციური სანელებელია, არამედ საუკეთესო ქართული საჩუქარი“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ Marila • მარილა უკვე VELI.store -ზეც ხელმისაწვდომია.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა