დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზუგდიდში მდებარე  სასტუმრო „ლეთო“ ქსელური ხდება

ზუგდიდში მდებარე სასტუმრო „ლეთო“ ქსელური ხდება

29-08-2023 16:00:48

სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდის შუაგულში მდებარე, სტუმარ-მასპინძლობის საუკეთესო ტრადიციებით გამორჩეული ,,ლეთო" ქსელური სასტუმრო ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ნათია ზარანდიამ, ბუტიკ სასტუმრო „ლეთოს“ ზუგდიდის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა განაცხადა.

„ბუტიკ- სასტუმრო „ლეთო ზუგდიდი" გახლავთ პირველი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო რეგიონში, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. გამორჩეული ადგილმდებარეობა, სიახლოვე ქალაქის და რეგიონის ღირსშესანიშნაობებთან, თანამედროვე ინტერიერი და ექსტერიერი, ქართული,ევროპული და აზიური სამზარეულო, ჩვენი სასტუმროს მთავარი სავიზიტო ბარათია.

რადგან ჩვენთან მოსულ სტუმრებს კომფორტულ დასვენებასთან ერთად ვთავაზობთ სხვა დასხვა ტიპის მომსახურებებს, როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის ასევე სრულყოფილი დასვენებისთვის. ჩვენი მიზანია უფრო და უფრო გავზარდოთ მომსახურების ხარისხი.

„ლეთო“-ს მთავარი სამომავლო გეგმა გახლავთ,რომ ჩვენი სასტუმრო გავხადოთ ქსელური. სხვადასხვა რეგიონებში სტუმრებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და თითოეული სტუმრის ვიზიტი გავხადოთ სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი", - აცხადებს ნათია ზარანდია.

იქიდან გამომდინარე, რომ „ლეთო" წარმოადგენს სასტუმროს, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი სასტუმროს ნომრები უმნიშვნელოვანესია, რომლის დამატებით სერვისებს წარმოადგენს კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზები, უსასრულო აუზი, მშრალი, ფინური საუნა და სპორტდარბაზით სარგებლობა.

ნათია ზარანდიას თქმით, სასტუმროს დატვირთულობაც სხვა წლებთან შედარებით მაღალია. თუმცა გამომდინარე იქიდან , რომ ,,ლეთო" არის ბიზნეს ტიპის სასტუმრო,ტურისტებზე მეტად ჭარბობს საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრები.

რაც შეეხება ტარიფებს, ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ ევროპული სტანდარტებით მოწყობილ 39 ნომერს მოიცავს: 24 სტანდარტული ტიპის ნომერი - 249 ლარი; 8 გაუმჯობესებული ტიპის ნომერი - 319 ლარი; 6 ლუქსის ტიპის ნომერი - 389 ლარი; 1 საპრეზიდენტო - 2600 ლარი.

გარდა ამისა, სასტუმრო მომხმარებლებს პერიოდულად სთავაზობს სხვადასხვა ტიპის აქციებსა და ფასდაკლებებს, რაც დასვენებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. კომპანიაში დასაქმებულია 30 მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომლებიც პერმანენტულად გადიან სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები