ჟირაფი ჟოზე-ს საკონდიტრო სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო. 4 წლიდან ბავშვებს „ასორტი“ სამზარეულოში ყველაზე გემრიელ და სახალისო გაკვეთილებზე უმასპინძლებს.
„შეფის კიტელი და ქუდი, სრულად ეკიპირებული მაგიდა და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმი, რის მომზადებასაც თავად შეძლებენ, ბავშვებს თავს ნამდვილ კონდიტერად აგრძნობინებს!
მოუთმენლად გელით, მხიარულად გავატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები ასორტში“, - აღნიშნულია ასორტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://shorturl.at/YcQc2
გამორჩეული ტკბილეულის მრვალფეროვანი არჩევანი, საუცხოო დიზაინის სადღესასწაულო და საქორწილო ტორტები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულზე დამზადებული საბავშვო ნუგბარი და სხვა მრავალფეროვანი ასორტიმეტი - ეს ყველაფერი ასორტის სახელის ქვეშ ერთიანდება.
საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი - 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.
„ასორტი“ -ს ისტორია აბაშიძის ქუჩაზე გახსნილი ერთი პატარა საცხობით დაიწყო. გამორჩეული ასორტიმენტით, გულთბილი დახვედრითა და ოჯახური, მყუდრო გარემოთი თავი მალე დაიმკვიდრა და დღეს უკვე აერთიანებს 1 ცენტრალიზებულ საწარმოს და რვა კაფეტერიათა ქსელს - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული. კომპანია, დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
უახლესი
18 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება18 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით