ამ ზამთარში ევროპას შესაძლოა გაზის დეფიციტი შეექმნას. ამის შესახებ ფრანგული კომპანია TotalEnergies-ის ხელმძღვანელმა პატრიკ პუიანმა განაცხადა, რომელსაც cnews.fr-ი ციტირებს.
„რაც შეეხება გაზს, გაზსაცავები სავსე იქნება ოქტომბერში, მაგრამ თუ ზამთარი ევროპაში ცივი იქნება, კონტინენტზე ეს მარაგი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა მთელი ზამთრის სეზონის განმავლობაში“, - გააფრთხილა პუიანმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გაზის იმპორტი უფრო მაღალი ფასებით უნდა მოხდეს. „არ არსებობს ბაზარზე მეგობრული ფასები, სადაც ყველაფერი მიწოდებაზე და მოთხოვნაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა TotalEnergies-ის ხელმძღვანელმა.
როგორც ცნობილია, ევროპის მთავრობები გაზის დეფიციტის დიდ ნაწილს ძვირადღირებული თხევადი ბუნებრივი გაზით (LNG) ავსებენ , რომელიც აშშ-დან და კატარიდან ზღვით იგზავნება.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა