რესტორანი „ელენე დარიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფიო ჯინჭარული Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ საქართველოში სარესტორნო ბიზნესის დაწყება რთულია და მუდმივი რუტინული მუშაობა და ყურადღება სჭირდება.
მისი თქმით, არსებული კონკურენციის მიუხედავად, რესტორანს ბაზარზე ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია, რადგან „ელენე დარიანი“ მომხმარებლებს გათანამედროვებულ ქართულ, ინდივიდუალურ, უნიკალურ კერძებს სთავაზობს.
რესტორანში კერძებს შეფ მზარეული დიმუ მენაბდე ამზადებს და „ელენე დარიანის“ მენიუში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ძველი მესხური კერძი „თათარბერაკია“.
„ელენე დარიანის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის მაღალი გადასახადები ერთგვარი ბარიერია, რომელიც მოგებას ზრდასთან ერთად მატულობს.
„რესტორანს, მაღალ ტურისტულ სეზონზე უცხოელებიც სტუმრობენ, რომლებიც თბილისში უმეტესად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. იმის გათვალისწინებით, რომ წლინახევრის გახსნილები ვართ მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე რესტორანს ნიშა და ადგილი შევუნარჩუნოთ“, - ამბობს სოფიო ჯინჭარაული.
რესტორანი „ელენე დარიანი“ 2022 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა და თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და სიმბოლური და პოეტური დატვირთვა აქვს.
უახლესი