უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს შესახებ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებზე უკრაინის დროშები გამოფინა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში შესრულდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ, და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.
არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიულ წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ ევროპაში.
ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში - ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ: ასეც იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც ძმებისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა