დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვმუშაობთ ევროპულ ლაბორატორიებთან, რომლებიც ამოწმებენ ჩვენს პროდუქციას და შემდეგ ვთავაზობთ მომხმარებელს - „მეამა“

ვმუშაობთ ევროპულ ლაბორატორიებთან, რომლებიც ამოწმებენ ჩვენს პროდუქციას და შემდეგ ვთავაზობთ მომხმარებელს - „მეამა“

30-07-2024 23:46:00

გუნდში აგვყავს ამბიციურ ხალხი, რომელთაც აქვთ მიზანი, რომ  შექმნან რაღაც ახალი, განსხვავებული, რაც მსოფლიოს მასშტაბით არ არის, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეამას“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორეს ეს ამბიციური და ნიჭიერი ხალხი ქმნის იმ პროდუქტებს, რასაც შემდგომ „მეამა“ საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს. 

მისივე განმარტებით, Meama Versatile-მა red dot award-ზე საუკეთესო დიზაინის სტატუსი მოიპოვა  და რაც მთავარია აღნიშნული აპარატის შექმნაშიც ქართველი სპეციალისტებიც იღებდნენ მონაწილეობას. 

„პროდუქციის ნაწილში ვიტყვი, რომ მეამას ახალმა აპარატმა Meama Versatile-მა გაიმარჯვა red dot award-ის ცერემონიალზე. ეს არის საერთაშორისო ცერემონია, სადაც უდიდესი კომპანიები იღებენ მონაწილეობას, როგორიც არის მაგალითად Apple, Dyson, Ferrari, Sony და სხვა. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ ამ ცერემონიის გამარჯვებულები ვართ. ჩვენი აპარატი ესენში მუზეუმშია განთავსებული. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადამიანები მოდიან და ნახულობენ და გვერდზე გაქვს Apple Vision Pro, რაც კარგად ასახავს ჩვენი გუნდის მიზანდასახულობას და მონდომებას. იმიტომ, რომ ქართველებმაც იმუშავეს ამ პროდუქტის შექმნაზე და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ისეთი ხალხი მუშაობენ ჩვენს კომპანიაში როგორიც Apple-ში არიან და კიდევ უკეთესი“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

მეამას კომერციული დირექტორი ამბობს, კომპანიას სამსახურში აჰყავს ამბიციურ ხალხი, რომელთა მიზანი განსხვავებული პროდუქტის შექმნაა.

„ვეძებთ, ვმუშაობთ ასეთ ხალხთან, ვავითარებთ, ჩვენთან გადიან გარკვეულ განვითარების ეტაპებს და ვგებულობთ შედეგებს. რაც თავის მხრივ აისახება ყველაფერში და არა მხოლოდ ჩვენს აპარატში. კაფსეულები, რაც არის ჩვენი მთავარი პროდუქტი - მულტიკაფსულა არის ძალიან განსხვავებული არსებული პროდუქტებისგან.

რომ ავიღოთ ყავა ჩაი ან სხვადასხვა სასმელები ერთი და იგივე სტანდარტით მიდის. ყველა კომპანია ასე მუშაობს, რაც ვთვლით, რომ არასწორია. ჩვენ ვქმნით ფუნქციურ სასმელებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ კაფსულას აქვს თავისი დანიშნულება და ადამიანს გარკვეულ სარგებელს მოუტანს. მაგალითად ჩვენი კარკადეს ჩაი. აპარატი ამზადებს ჩაის 75 გრადუსზე, უნარჩუნებს მას ყველა სასარგებლო ვიტამინს. როდესაც ჩაი 100 გრადუსზე მზადდება, ის ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს. ის გათვლილია ყველაზე, ეს იქნება სამარშრუტო ტაქსიში მჯდომი ადამიანი თუ ოფისში მჯდომი ადამიანი, პოლიცია ან სხვა. ვინც მიიღებს ამ დამატებით ვიტამინებს, რაც აკლიათ დღის განმავლობაში მუშაობიდან გამომდინარე შეივსებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სარგებელი მოვუტანთ და შევთავაზოთ ჯანსაღი ნატურალური პროდუქტი“, - აღნიშნა კვარაცხელია,.

ირკვევა, რომ ნებისმიერი კასფულა, რომელიც მეამას მიერ იწარმოება გადის ევროპაში შემოწმებას.

„ვმუშაობთ ევროპულ ლაბორატორიებთან, რომლებიც უამრავ შემოწმებას უტარებენ ჩვენს პროდუქციას. რომ ვრწმუნდებით, რომ ნამდვილად ჯანსაღია ამის შემდეგ ვთავაზობთ მომხმარებლებს პროდუქციას“, - აღნიშნა კვარაცხელიამ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები