დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა

15-01-2025 15:06:00

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.

შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გააცნო, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.

საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი და დელეგაციის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები