სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმშია და ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს.
„საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმშია და ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებსა და პოტენციალს“, - დაწერა ფაშინიანმა.
მან ასევე მიმოიხილა სომხეთის ურთიერთობები სხვა მეზობელ ქვეყნებთან. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთის ურთიერთობა ირანთან მეტად არსებითია, ვიდრე ოდესმე. „ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და სტაბილურობის გარანტია“, - დასძინა მან.
სომხეთის რესპუბლიკამ წარადგინა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების ყველა არსებულ საკითხზე. სომხეთმა შემოიტანა არა მხოლოდ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციების პროვოცირების ყველა მცდელობა მოკლებულია ლეგიტიმაციას და საფუძველს, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ესკალაციის მცდელობები წარმატებას ვერ მიაღწევს, ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
თურქეთთან ურთიერთგაგების ხელშესახები ბაზა არის ფორმირებული. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციასთან სომხეთის ურთიერთობები მეტად პრაქტიკულია, ვიდრე ოდესმე, ორიენტირებულია კონკრეტულ საკითხებზე ემოციების გარეშე.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთმა გაამყარა მეგობრობა საფრანგეთთან, ევროკავშირთან და აგრეთვე აშშ-თან ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის დაწყებას. სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ოფიციალურმა ერევანმა კარგი ურთიერთობები დაამყარა ინდოეთთან და ჩინეთთან.
„ახლო აღმოსავლეთში შექმნილია პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები. ასეთი პოზიციონირება ქმნის მყარ წინაპირობებს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობისათვის“, - დაწერა ფაშინიანმა.
უახლესი
38 წუთის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს1 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის