დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

15-01-2025 17:40:00

2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6  მლნ ლარი) შეადგინა. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ 2024 წლის მანძილზე საქართველოში ფულადი გზავნილების წლიური მოცულობა 3,361.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და ის 42.9%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, 2024 წელს ზრდა დაფიქსირდა აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც, რაც წლიური 24.4%-იანი მატებით განისაზღვრა და 572.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის 1,528.4 მლნ აშშ დოლარიდან შესაბამის 541.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 64.6%-იან კლებას მოიაზრებს.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.8 მლნ აშშ დოლარი (97.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2023 წლის დეკემბრის (32.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია.        

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები