საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ექსპორტიორი კომპანია გამოიკვეთა, რომელთაც რუსეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გააქვთ.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან კომპანიის მფლობელები:
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 1997 წელს დაფუძნდა, რომელსაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V.,(70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო, 05.05.1995) ფლობს. კომპანის დირექტორია ივანე მაჭავარიანი.
სს ბადაგონი - 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს - ტავმჯდომარე გიორგი სალაყაია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გერმანე შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ელისაბედ ბაგრატიონი, წევრი: ვალერიან გორგილაძე, წევრი: ქეთევან ჯაველიძე.
სს ლომისი - 1997 წელს დაფუძნდა. მმართველობითი ორგანო: თავმჯდომარე/წევრი: ჯან ჩაქა, /თურქეთი/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გოქჩე იანასმაიან, /თურქეთი/ წევრი: ილდირაი ეფილ, /თურქეთი/ წევრი: ბანუ ფატმა ართუზი /თურქეთი/. დირექტორი: ველი დინჩელ /თურქეთი/
შპს ასკანელი ძმები - 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ჯიმშერ ჩხაიძე, წევრი: ბესიკი კევლიშვილი, წევრი: ნატალია სტროგონოვა, /რუსეთის ფედერაცია/ წევრი: გოჩა ჩხაიძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ დირექტორატი ხელმძღვანელობა/დირექტორი - ირაკლი უგლავა.
შპს ლოადს - 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% მალხაზი კიკაბიძე ფლობს და კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც ის იკავებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 052.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.6 პროცენტით შემცირდა და 1 473.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3 % შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($266.6 მლნ.), ჩინეთი ($197.8 მლნ.) და თურქეთი ($188.2 მლნ.).
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 6 თვეში, ტოპ პარტნიორი ჩინეთი იყო 20%-იანი წილით. მაშინ როდესაც რუსეთს 11.9% ჰქონდა. წელს კი რუსეთის წილი 18.1%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩინეთის 13.4%-მდე შემცირდა.
უახლესი