დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით TOP 5 სარესტორნო ქსელს

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით TOP 5 სარესტორნო ქსელს

30-05-2023 23:59:03

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი რესტორნები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები) 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5  კომპანია გამოიკვეთა, რომელიც სარესტორნო ბიზნესში საქმიანობს. 

  • შპს კიოსკ ჯორჯია - ბრენდი დანკინი, 
  • შპს Iberia Food Company - ბრენდი ქეიეფსი
  • შპს თ და კ რესტორნები - ბრენდი მაკდონალდსი
  • სს ვენჯორჯია - ბრენდი ვენდისი
  • შპს წისქვილი ჯგუფი

((სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს კიოსკ ჯორჯის - მესაკუთრე და 100%-იანი წილის მმართველია გლობალ ინვესტორს ლიმიტედი, რომელიც მალტაზეა რეგსტრირებული. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრია - სამსონ ფხაკაძე, თავმჯდომარის მოადგილე : ლევან ფხაკაძე, წევრი: სოფიო გაფრინდაშვილი. კომპანიის დირექტორია გიორგი მშვილდაძე, 

შპს Iberia Food Company - 100% ოთარ ქათამაძე ფლობს. 

შპს თ და კ რესტორნები - თემურ ჭყონია 90%, თენგიზ კაპანაძე 10%. 

სს ვენჯორჯია - სამეთვალყურეო საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: სამსონ ფხაკაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ლევან ფხაკაძე,  წევრი: ალექსი სირბილაშვილი, დირექტორი - გიორგი მშვილდაძე,

შპს წისქვილი ჯგუფს ოთხი მფლობელი ჰყავს - ლაშა ჩხაიძე - 37.99% ოთარ ლოლაშვილი - 17.51% შოთა საღლიანი, 30% ლიდია ბარამია, /უკრაინა/ - 14.5%

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები