2023 წელს დაგეგმილი შემოსავლები მივიღეთ და 2022 წელთან შედარებით ჩვენი ბიზნესი 30%-ით გაიზარდა. დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება, რომელსაც 2024 წლის ბოლოს დავასრულებთ და იმედი მაქვს, 2025 წელს ახალ სარესტორნო სივრცეში შევხვდებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან „ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მშენებარე სარესტორნო სივრცე 2 500 ადამიანზეა გათვლილი და ივენთ ჰოლი ფუნქცია ექნება.
„ამასთან ვაშენებთ ახალ აუზს, რომელიც 200 ადამიანზე გათვლილი. ეს პროექტები ნატახტარში, „ვილა მოსავლის“ კომპლექსის მიმდებარედ განხორციელდება. პირადი ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით $5 მილიონია. 2025 წელს გვინდა ახალ ივენთ ჰოლში შევხვდეთ“, - ამბობს „ვილა მოსავლის“ გენერალური მენეჯერი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ნიკოლოზ შეყრილაძე Business Insider Georgia-თან ამბობს „ვილა მოსავლის“ ქსელის გაფართოების სურვილი აქვთ და რამდენიმე ქვეყნის ბიზნესწრეებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, როგორც გენერალური მენეჯერი აღნიშნავს ეს საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და საყურადღებო პროცესია.
„ვილა მოსავალი“ საქართველოს ბაზარზე ნატახტარში ერთი ობიექტითაა წარმოდგენილი.
უახლესი