დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ველეულას“ წლევანდელი რთველის მოსავლით ,,მუჯურეთული" ჩამოისხმება

,,ველეულას“ წლევანდელი რთველის მოსავლით ,,მუჯურეთული" ჩამოისხმება

13-10-2023 16:00:35

წლევანდელი რთველის სეზონი „ველეულა“ რამდენიმე სიახლით ხვდება.  პირველ რიგში, ეს არის ასორტიმენტი, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა.

როგორც კომპანიის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, წლევანდელი რთველის მოსავლით, 2024 წელს ჩამოისხმება ,,ველეულას" ღვინო მუჯურეთული.

„როგორც წესი მუჯურეთული ალექსანდროულთან ერთად ჩამოისხმება ,,ხვანჭკარას" დასამზადებლად. ჩვენ მიდგომა შევცვალეთ და ცალკე ჩამოვასხით მუჯურეთული, რაც ბაზრისთვის დიდი იშვიათობაა.

ღვინო 1,5 ლიტრიან ბოთლებშია და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე გვაქვს  ,,ალექსანდროულის" ლიმიტირებული  წარმოება, რაც არის სპეციალური ხაზი და  შექმნილია განსაკუთრებული ადამიანების დასასაჩუქრებლად.

ტიტულოვანი ღვინოა ჩვენს კოლექციაში, ბევრი საერთაშორისო ჯილდო აქვს აღებული. ცოტა გვქონდა დარჩენილი და სულ ჩამოვასხით 750 მლ-ლიტრიან ბოთლებში.  დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ მუდმივად გავანებივროთ მომხმარებელი სიახლეებით და შევთავაზოთ ტრადიციული ყურძნისგან განსხვავებული ხედვით დამზადებული ღვინოები, რაც ბაზარმა კარგად მიიღო და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს", - ამბობს ნინო მღებრიშვილი.

ცნობისთვის, მუხის კასრში დავარგებული „ალექსანდროულის“ ღვინოს 2022 წლის  WinExpo-ზე მიღებული აქვს ხუთი სომელიეს რჩეული ღვინის ჯილდო და ბრინჯაოს მედალი.

კომპანია ,,ველეულა" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. პროდუქცია აქტიურად გადის ექსპორტზე უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ბელორუსში. 

ამჟამად კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.

როგორც ბრენდის შემქმნელები ამბობენ, კარგი ღვინის შეგროვება ხელოვნებაა! ველეულა - MADE IN RACHA, მაღალი სტანდარტით დამზადებული სასმელი!

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები