პირველი ქართული კრიპტოპლატფორმა Mycoins.ge ასევე პირველია, ვინც VASP-ის ლიცენზია მოიპოვა.
როგორც ცნობილია, წელს საქართველოში დარეგულირდა კრიპტოვალუტის (ვირტუალური აქტივის) მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი. პირველი კომპანია, რომელმაც ეროვნულ ბანკში საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, დარეგისტრირდა და ბაზრის სტაბილურობისთვის ასე საჭირო VASP ლიცენზია მოიპოვა, Mycoins.ge-ია.
როგორც კომპანიის დირექტორი ნიკა ყოლბაია Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის, იგივე VASP ლიცენზია, პირველ რიგში ოპერირების საშუალებას იძლევა. ამასთან, ლიცენზია Mycoins.ge-ს განუზომელ რეპუტაციულ უპირატესობას ანიჭებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას.
,,აღსანიშნავია, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის” თანახმად, ქვეყანაში კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის წესები დარეგულირდა.
1-ელი ივლისიდან, დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილების გარეშე პროვაიდერს ფუნქციონირების უფლება არ აქვს. შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის, იგივე VASP ლიცენზია, პირველ რიგში ოპერირების საშუალებას გვაძლევს. სიმბოლურია, რომ პირველმა ქართულმა კრიპტოპლატფორმამ VASP-იც პირველმა მოიპოვა", - აცხადებს ნიკა ყოლბაია.
აღსანიშნავია, რომ VASP-ის ლიცენზიას ქართული ბანკებისგან უცხოური ვალუტის გადარიცხვის უფლებაც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს დაპირება არ შესრულებულა.
როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში Mycoins-ი გეგმავს პლატფორმაზე კრიპტო სესხის ინტეგრაციას, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე უკვე დამკვიდრებული სერვისები მოყვება.
,,დღესდღეობით მომხმარებელს კრიპტო სფეროში ყველაზე სანდო პარტნიორად ვევლინებით და ვირტუალური აქტივების განაღდების ბევრ საშუალებას ვთავაზობთ. პლატფორმაზე სტანდარტული კრიპტო მომსახურებების გარდა, ხელმისაწვდომია ისეთი სერვისიც, როგორებიცაა კრიპტოს ავტომატური ყიდვა-გაყიდვა.
ზოგადად, კრიპტო გამოწვევებითა და ინოვაციებით სავსე სფეროა, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა სტაბილურობის შენარჩუნებასა და სანდოობას ენიჭება. Mycoins პირველი ქართული კრიპტოსივრცეა, რომელიც უკვე 5 წელია მომხმარებლების საიმედო პარტნიორია - ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ მარტივად შეასრულონ კრიპტოსთან დაკავშირებული ოპერაციები. კრიპტო მიმოცვლის სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Mycoins-ის გამოყენებისთვის სპეციალური ცოდნა ან რთული, ე.წ. Trader tool-ების გამოყენება საჭირო არაა. შესაბამისად, მომხმარებლებს სპეციალური ხელსაწყოებისა და დაკარგული დროის გარეშე, ადვილად შეუძლიათ კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა და განაღდება. მოკლედ, Mycoins-ის დახმარებით ციფრული აქტივების მართვა და მათგან მაქსიმალური სარგებლის მიღება მარტივია", - განმარტავს ნიკა ყოლბაია.
Mycoins-ს, როგორც პირველ ქართულ კრიპტოსივრცეს, VASP-ის პირველ მომპოვებელსა და მდიდარი გამოცდილების მქონე კომპანიას, ბაზარზე ინოვაციების დანერგვის დიდი პასუხისმგებლობაც აქვს, ამიტომ უახლოეს მომავალში, კომპანია პლატფორმაზე კრიპტო სესხის ინტეგრაციას გეგმავს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე უკვე დამკვიდრებული სერვისები მოჰყვება.
სულ მალე კი მომხმარებელს mycoins-ზე ახალ კრიპტოვალუტებიც დახვდება.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი