2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64 პროცენტი ქალაქ თბილისშია.
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 30.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 23.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 0.2 პროცენტით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 57.7 პროცენტი, ხოლო კერძოში - 42.3 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.8 პროცენტი ქალია, ხოლო 47.2 პროცენტი - კაცი.
2024 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 29.6 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.2 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.8 პროცენტი - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 28.0 პროცენტით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 37.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.5 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტია.
2024 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 700 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24.7 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, დოქტორანტების რიცხოვნობა 15.3 პროცენტითაა შემცირებული და 3 023-ს შეადგენს.
წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 15.9 პროცენტით შემცირდა და 438 პირი შეადგინა.
უახლესი
14 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა55 წუთის წინ
SOLO-ს 3 მარტის შეთავაზებები მომხმარებლებს