უძრავი ქონების ბაზარზე პიკური ვითარება დაძლეულია. ამ ეტაპზე ფასიც და მოთხოვნაც სტაბილურია.
როგორც Business Insider Georgia-თან „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე განმარტავს, მშენებლობის ღირებულების ინდექსში სხვაობა უმნიშვნელოა, რაც ადასტურებს, რომ ბაზარზე სტაბილურობაა და ეს მოცემულობა წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
„მშენებლობის ღირებულების ინდექსი თვიდან თვემდე იცვლება. ფასები სხვადასხვა პერიოდში იდენტური არ არის. რაღაც მასალა შეიძლება ოდნავ გაიაფდა და ამით იყოს გამოწვეული ინდექსის კლება. მკვეთრი ცვლილება რომ დაფიქსირებულიყო, გვეცოდინებოდა.
ამ კუთხით დღესდღეობით სტაბილური სიტუაციაა, არ იზრდება ფასი, რაც ბოლო დროის ტენდენცია იყო, ეს წელი მეტ-ნაკლებად რყევების გარეშე იქნება, როგორც ვივარაუდე წლის დასაწყისში.
როდესაც მაისის მონაცემები გამოქვეყნდება, წინა თვესთან შედარებით სხვაობა კვლავ უმნიშვნელო იქნება. თუმცა პროცესში, წლიდან წლამდე რომ ავიღოთ გარკვეული ცვლილება ყოველთვის არის, რადგანაც სიტუაცია, მათ შორის სამშენებლო მასალების და ხელფასებთან დაკავშირებითაც, ცვალებადია", - ამბობს ბესო ორთოიძე.
ცნობისთვის, 2023 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით შემცირდა.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -0.4 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
უახლესი
1 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს2 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა4 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა