თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი 0,5 პუნქტით 8,5 პროცენტამდე შეამცირა.
გადაწყვეტილება ხუთშაბათს, ფინანსური მარეგულირებლის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ მარეგულირებლის პრიორიტეტი რჩება თურქეთის ეკონომიკის მხარდაჭერა და კატასტროფებისგან მიღებული ზიანის მინიმუმამდე შემცირება.
„მიწისძვრების გავლენა თურქეთის ეკონომიკურ აქტივობაზე მოკლევადიანია, საშუალოვადიან ეფექტს არ ითვალისწინებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კატასტროფის გავლენას მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე, ასევე ინფლაციის დონეზე“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
მარეგულირებელმა დასძინა, რომ განიხილავს საკმარის ნაბიჯებს მონეტარული პოლიტიკის სფეროში დაბალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის ეკონომიკის აღდგენას.
უახლესი
48 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა