დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წყაროს წყლის მოპოვება ჩამოსხმის მიზნით ქედაში, სოფელ ძენწმანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო ლიცენზიას გასცემს

წყაროს წყლის მოპოვება ჩამოსხმის მიზნით ქედაში, სოფელ ძენწმანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო ლიცენზიას გასცემს

05-09-2023 11:00:18

ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელი ძენწმანის მიმდებარე ტერიტორიაზე წყაროს წყლის მოპოვება ჩამოსხმის მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს.

აუქციონის პირობების თანახმად, რომელიც 11 სექტემბერსაა ჩანიშნული, მოსაპოვებელი წყლის წლიური  მოცულობა ჭაბურღილზე 6000 მ3 შეადგენს. ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელია, ხოლო საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება კი 10000 ლარს შეადგენს. 

ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ აუქციონში წერია, რომ მოპოვებული წყაროს წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;

აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, წყარო წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;

აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;

ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიანტის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს ლიცენზიის გამცემის საამისოდ უფლებამოსილი პირი;

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის და ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება;

გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიის ის მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებსა და მოთხოვნებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები