ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ვაქცინაცია უტარდება როგორც პატრონიან, ასევე მიკედლებულ ცხოველებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად დაახლოებით 270 ათასამდე ცხოველს ცრის.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, ყოველწლიურად ჩაუტარონ ვაქცინაცია საკუთარ ცხოველებს!
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, Global Alliance for Rabies Control-ის ინიციატივითა და @world World Organisation for Animal Health-ის მხარდაჭერით, 2007 წელს დაარსდა.
2023 წლის მთავარი გზავნილია „ყველა ერთისათვის! ერთის ჯანმრთელობა ყველასათვის!“, რაც ხაზს უსვამს ყველა ასპექტის - ცნობიერების ამაღლების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელობას.
უახლესი
12 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა12 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა12 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"