2024 წელს ტექინსპექტირება ჩაუტარდა 1 141 816 ავტომობილს, - ამის შეახებ Business Insider Georgia-ს მიერ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წელს განხორციელებული ტექინსპექტირების მაჩვენებლები 4%-იან ზრდას აჩვენებს 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 11%-იანი ზრდა ფიქსირდება.
2023 წელს ჩატარდა 1 101 299 ტექინსპექტირება, 2022 წელს კი -1 028 754.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სტატისტიკით, 2024 წელს ჩატარებული ტექინსპექტირების შედეგად დახარვეზდა 234 126 ავტომობილი, რაც წლის განმავლობაში ტექინსპექტირებაზე გასული ავტომობილების 21%-ია.
2023 წლის მაჩვენებლებით კი ასევე 21%-ის დახარვეზება ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, TOP 3 მიზეზი, რის გამოც ავტომობილების დახარვეზება ხდებოდა იყო: ფარები და შუქამრეკლები, გამონაბოლქვი და ხილვადობა.
2024 წლის განმავლობაში ჩატარებული ტექინსპექტირებიდან ავტომობილების 1,47%-ით გადაადგილება არის აკრძალული, რადგანაც ისინი ვერ აკმაყოფილებენ ტექინსპექტირებისთვის დადგენილ ნორმებს.
უახლესი