დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანიები, სადაც 2024 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

კომპანიები, სადაც 2024 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

12-03-2025 09:00:00

ცნობილია TOP 10 კომპანია, სადაც 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახორციელდა. როგორც Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებით TOP 10 კომპანიების სია ასე გამოიყურება:

სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
შპს შავი ზღვის ტერმინალი
შპს თბილისი ენერჯი
შპს აბიფარმი
შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
სს ბიჯეო ჯგუფი
შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
შპს გლობალ ბიერ ჯორჯია
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის IV კვარტალში 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 24.4 პროცენტით აღემატება.

2024 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 222.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 67.9 მლნ. აშშ დოლარით (18.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 36.3 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები