დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის ცნებიდან ამოირიცხება მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილითა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმდება 15000 ლარის ოდენობით, ნაცვლად ფიზიკური პირისთვის დადგენილი 100 ლარის ოდენობის ჯარიმისა.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, დაზუსტდება შესაბამისი კრიტერიუმები იურიდიული პირების სანქცირების კუთხითაც ხსენებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში.
ცვლილება გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.
უახლესი
2 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი