დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა

ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა

11-03-2025 17:09:00

რუსთავის და გარდაბნის ათი თემის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის N5 და N17 საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმიტირებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, განიხილეს ქალაქ რუსთავის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.  

ირაკლი შატაკიშვილმა სასწავლო პროცესების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინა. საუბარი  ასევე შეეხო გაცვლითი პროგრამით პოლონეთსა და გერმანიაში მოსწავლეების გამგზავრებას.

სტუმრებმა დაათვალიერეს პარლამენტის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები