იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო ქუთაისი ინნ • Kutaisi Inn წლევანდელ სეზონს წარმატებით ასრულებს. სასტუმრო კომპლექსს იმერეთის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და მსოფლიოს არაერთი კუთხიდან მასპინძლობს ვიზიტორებს.
In Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია მას, როგორც ყველაზე მაღალი დატვირთვის მქონე სასტუმროს, გამორჩეულად მიიჩნევს.
„ქუთაისი ინნ"-ზე გამოირჩევა იმით, რომ ყველა სეზონზე მაღალი დატვირთვის მუშაობს. გარკვეულწილად ეს განაპირობა იმანაც, რომ ამ ქალაქში ძალიან ბევრი ევროპელი დამსვენებელია, რადგან ქუთაისიდან ევროპული ავიარეისები სრულდება და ამ ფაქტორის გავლენა დიდია. საერთოდ, ქუთაისი ტურისტულად მზარდი პოტენციალის მქონე მხარეა, რომელშიც მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, დიდია მოთხოვნა მაშინაც, როცა სეზონი შედარებით პასიური და დაბალი, ამ პერიოდშიც კი ,,ქუთაისი ინნ" 80-90 %-ით არის დატვირთული. წლის ბოლოა და ასეთივე მაღალი დატვირთულობით ვასრულებთ სეზონს, ამ ტემპს 2024 წელსაც შევინარჩუნებთ და მეტ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს", - ამბობს ერეკლე კოკაია.
სასტუმროში ამ ეტაპზე 80 ადამიანია დასაქმებული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივია.
ცნობისთვის ,,ქუთაისი ინნ" 2022 წელს გაიხსნა. სასტუმროში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, სასტუმრო აკმაყოფილებს მაღალი დონის სტანდარტებს და საშუალო და მაღალი კატეგორიის სეგმენტზეა გათვლილი.
უახლესი
13 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს14 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა16 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა