დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ცივის ყველი“ შესაძლოა, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ ისრაელის ბაზარზე გამოჩნდეს - კომპანიის დამფუძნებელი

„ცივის ყველი“ შესაძლოა, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ ისრაელის ბაზარზე გამოჩნდეს - კომპანიის დამფუძნებელი

17-01-2024 17:00:00

ვმუშაობთ მხოლოდ ნატურალურ რძეზე, ჩვენი ნიშა არის არტიზანული ყველი, ხელნაკეთი, ყოველგვარი ჩარევების, თანამადროვე ტექნოლოგიების გარეშე, - ამის შესახებ Business Insider Georgia- ს „ცივის ყველის“ დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა განუცხადა.

მეწარმე ამბობს, რომ მათი პროდუქტისთვის გასაღების ბაზარია ჰორეკა სექტორი. „პროდუქციის 90% ადგილზე იყიდება, ხოლო 10% ექსპორტზე გაგვაქვს აშშ-სა და ჩინეთში“.

როგორც მეწარმე ამბობს, პანდემიის გამო წარმოება 4-ჯერ შეუმცირდათ. ახლა თვეში დაახლოებით 80 კილოგრამ ყველს აწარმოებენ, ცდილობენ წარმადობა გაზარდონ და ახალ საექსპორტო ბაზრებზეც გავიდნენ.

„წინსვლა იგრძნობა. პანდემიის შემდეგ წარმოება თავიდან დაიბადა. გვაქვს მოლაპარაკებები ისრაელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან. თურქეთთან მოლაპარაკება შეჩერდა, თუმცა ისრაელში და აზერბაიჯანში „ცივის ყველის“ ექსპორტი რეალურია. ვამზადებთ ქოშერ ყველს, რომელსაც მორწმუნე ისრაელელები მიირთმევენ. მათი სურვილია, რომ ეს ყველი ექსპორტზე ისრაელში გავიდეს. ნიმუშებს ვგზავნით და ველოდებით შეთავაზებას“, - ამბობს მეწარმე.

„ცივის ყველის“ საწარმო თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე 15 წელია ოპერირებს. ბრენდის ქვეშ 12 დასახელების ყველი იყიდება. საწარმოში 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები