დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წითელი ზღვის კრიზისის შემდეგ, ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების ფასი სტაბილურდება - „ბენე ჯგუფი“

წითელი ზღვის კრიზისის შემდეგ, ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების ფასი სტაბილურდება - „ბენე ჯგუფი“

14-03-2024 17:05:00

წითელი ზღვის კრიზისის შემდეგ ჩინეთიდან ტრანსპორტირების ფასი სტაბილიზაციისკენ წავიდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სატრანსპორტო კომპანია „ბენე ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ შოთა გუბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისის დაწყებიდან მალევე ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით, ტრანსპორტირების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დღეისათვის ოდნავ შემცირებულია. კრიზისის ფონზე გადაზიდვების ფასები 200%-ითაც კი გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების კლების ტენდეცია დღესაც აქტიურია, არსებული ფასები 2023 წლის ტარიფებზე გაცილებით მაღალია. რაც შეეხება გადაზიდვის პერიოდს ის 15 დღიდან 20 დღემდე გაიზარდა.

„სატრანზიტო პერიოდი გაიზარდა, რადგან მარშრუტი აფრიკის გარეშემო გადის ამან გავლენა იქონია საწვავის და დაზღვევის ხარჯებზე. შესაბამისად მკვეთრად გაიზარდა გადაზიდვის ტარიფებიც. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ფასები იკლებს, და ეს დინამიკაში შესამჩნევია. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საზღვაო ხაზია და მათთან საკმაოდ კარგი და პარტნიორული ურთიერთობები გაქვს, ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ დამკვეთის მოთხოვნებს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ წამყვან საზღვაო ხაზებთან და ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს მათზე მორგებული სერვისი შევთავაზოთ ამ კრიტიკულ პერიოდში.

ტარიფების კატასტროფულ ზრდასთან ერთად წლის დასაწყისში იკლო ტვირთ ბრუნვამაც, რადგან ბევრ კომპანიას არ ჰქონდა საშუალება გაზრდილი ტარიფებით მოეხდინათ ტრანსპორტირება. ხოლო ვისაც ფორს მაჟორული მდგომარეობა ჰქონდათ დღემდე გაძვირებული ფასით მოაქვთ თავიანთი პროდუქცია“, - ამბობს შოთა გუბეიშვილი.

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია „ბენე ჯგუფი“, 2014 წლიდან ოპერირებს და საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ლოგისტიკურ მომსახურებას საუკეთესო პირობებით.  როგორც კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოცდილება და მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები „ბენე ჯგუფს“ აძლევს საშუალებას კომპანიებს შესტავაზონ ყველაზე სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება გადაზიდვების სფეროში.

„მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი გვეხმარება ყველა ლოჯისტიკური მიზნის მიღწევაში, შედეგად პასუხისმგებლობას ვიღებთ შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის გადაზიდვა“, - ამბობს „ბენე ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები