დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების დღე - ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება! - ბიძინა ივანიშვილი

26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების დღე - ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება! - ბიძინა ივანიშვილი

23-10-2024 21:34:00

ყველაფერი დღესავით ნათელია - 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას მტკიცედ სჯერა მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვების და საქართველოს უკეთესი მომავლის.

„თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს. მე კი გარწმუნებთ, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს დავალაგებთ, ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება! ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება მშვიდობით და სიცოცხლით სავსე, რადგან „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები