დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ციფრული ლოგისტიკა Translive-თან ერთად – თანამედროვე გადაწყვეტილებები ბიზნესებისთვის

ციფრული ლოგისტიკა Translive-თან ერთად – თანამედროვე გადაწყვეტილებები ბიზნესებისთვის

14-09-2024 03:10:00

საქართველოში, ლოგისტიკის სფერო ახალ ფაზაში გადავიდა, რომლის მთავარი იდეა სისტემის გაციფრულება, ხოლო მთავარი მიზანი გამარტივებული პროცესი და დროის ეფექტურად მართვაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  Translive • ტრანსლაივის  გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა გიორგი ჯღარკავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, დღეს, ლოგისტიკა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დარგს, რომელიც მუდმივად საჭიროებს განვითარებას.
„Translive - ეს არის ლოგისტიკის საერთაშორისო ციფრული პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელებს პროცესებს უმარტივებს. წარმოიდგინეთ, ერთ სივრცეში მოქცეული ასობით გადამზიდავი, რომელთა შეთავაზებასაც ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს ტვირთის მფლობელი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წუთში ხდება.
ჩვენი მომხმარებლები ძირითადად საშუალო და დიდი ზომის ბიზნესები არიან“, - აცხადებს გიორგი ჯღარკავა. 
ამ ეტაპზე Translive-ის აპლიკაციაში მომხმარებელს წვდომა 2000-ზე მეტ  გადამზიდავ კომპანიაზე აქვს, რაც თავის მხრივ იმ კომპანიებისთვის ვინც საერთაშორისო  გადაზიდვებით არის დაინტერესებული საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან პლატფორმის დახმარებით სწრაფი წვდომა აქვთ გადამზიდავების დიდ რაოდენობაზე. 
დღეისათვის, Translive-ის აპლიკაციით უკვე  500-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი  სარგებლობს და დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
„გადაზიდვები შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ლოკაციიდან, ნებისმიერი მიმართულებით. ხოლო, Translive ტვირთის ადგილმდებარეობას მომხმარებლისთვის გამჭვირვალეს ხდის. 
Trasnlive-ის მეშვეობით თქვენ სარგებლობთ 24 საათიანი ინფორმაციით ტვირთის ადგილმდებარეობაზე, შეუფერხებელი კომუნიკაცია დამკვეთს, გადამზიდავ კომპანიასა და მძღოლს შორის, რაც იძლევა პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას. 
საერთაშორისო ციფრული პლატფორმა Translive ლოგისტიკის განვითარებისთვის აუცილებელი ხელჩასაჭიდი ბერკეტია, რომელსაც აქვს ძალა ლოგისტიკური პროცესები გაამარტივოს. ასევე, ეხმარება ბიზნესს  ტვირთბრუნვა გახადოს გამჭვირვალე და ეფექტური. 
საბოლოო ჯამში, გვჯერა რომ გაციფრულება როგორც ყველა სხვა სექტორში, ლოგისტიკაშიც გარდაუვალი პროცესია. ძალიან მალე ეს უკვე სტანდარტი გახდება და ვერავინ ვერ წარმოიდგენს თუ როგორ მუშაობდნენ მსგავსი ტიპის ციფრული პროგრამების გარეშე.  - აცხადებს Translive-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი.

 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები