სატაცურის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი ჯაბა გოგოლაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ წელს მიღებული მოსავლის რაოდენობით კმაყოფილია.
„სატაცურის მოსავლის აღების პიკმა გადაიარა და დასასრულისკენ მიდის. მოსავლის აღება უამინდობის გამო 10 დღით გვიან დავიწყეთ, ამ დროისთვის ავიღეთ 7 ტონამდე მოსავალი, თუმცა სეზონის დასრულებამდე ეს რაოდენობა გაიზრდება“, - ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.
ფერმერის შეფასებით, სატაცურზე წელს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა. პროდუქტს სულ უფრო მეტი ფერმერი აწარმოებს და საქართველოს დიდ ქალაქებში სავაჭრო ქსელებში პროდუქტის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში ხდება.
„სატაცური „კარფურსა“ და „ნიკორაში“ შევიტანეთ.შარშანდელთან შედარებით სატაცური 2-3 ლარით ძვირია. წელს 1 კგ სატაცურის საბითუმო ფასი 10-12 ლარს შეადგენს, ხოლო სუპერმარკეტებში 15-17 ლარის ფარგლებში იყიდება.
2023 წელს ,,რკ ოზაანმა" 7 ტონამდე სატაცური აწარმოა. 2022 წელს კი 5 ტონა. ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა. ამ ეტაპზე მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა და ნარგავები 10 ჰექტარზე აქვთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0,5 მილიონი ლარია.
უახლესი