დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ყველაზე  დიდი პრობლემა ადგილობრივი პროდუქტის სიმცირეა, რაც რჩება გამოწვევად - მერიკო გუბელაძე

წელს ყველაზე  დიდი პრობლემა ადგილობრივი პროდუქტის სიმცირეა, რაც რჩება გამოწვევად - მერიკო გუბელაძე

27-11-2023 16:00:40

სარესტორნო ბიზნესში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სიმცირე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება. ამ პრობლემას ბაზარზე კადრების დეფიციტთან დაკავშირებული ვითარებაც ემატება, რაზეც Business Insider Georgia - თან რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი, ცნობილი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე საუბრობს.

მისი თქმით, წლევანდელი სეზონი საკმაოდ აქტიურია და მაღალი მოთხოვნითაც გამოირჩევა, თუმცა ადგილობრივი ნედლეულის სიმცირე გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის.

`პანდემიური პერიოდის შემდეგ, როცა მოთხოვნა არ იყო და დიდი ენერგია ძალების აღდგენას დასჭირდა, 2023 წელი უკვე ამ პრობლემის მოგვარების, მოთხოვნის ზრდის კუთხით აშკარად გამორჩეულია. ,,შავი ლომის" შემთხვევაში, სიტუაცია ამ მკუთხით ნორმალურია, კმაყოფილი ვართ შედეგით, თუმცა არის ისეთი ფაქტორები, რაც ნეგატიურად მოქმედებს სარესტორნო ბიზნესზე, ეს არის ქართული ნედლეულის სიმცირე.

მით უმეტეს წელს, უამინდობის და სხვა რიგი მიზეზის გამო ნაკლებად მოსავლიანი წელია, რეალურად განვიცდით ქართული პროდუქტის დეფიციტს. პრობლემა იყო ასევე კადრების კუთხითაც, ორივე გამოწვევა ჯერჯერობით რჩება და მათ დაძლევას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება", - ამბობს მერიკო გუბელაძე.
მისი თქმით, სფეროში დასაქმების მსურველთა სიმწირე ძირითადად მოსახლეობის უცხოეთში გადინებამ და მიგრაციამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი რესტორანი „შავი ლომი“ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

„შავი ლომის" გარდა, მერიკო გუბელაძე ასევე განსხვავებული კონცეფციის კიდევ სამ რესტორანს ფლობს: „ნინიას ბაღი“, კაფე „ლეილა“ და ,,ლისი ლაუნჯი". ოთხივე რესტორანში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები