შოკოლადის ქვევრები „ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის" მწარმოებლების მიერ შექმნილი უნიკალური პროდუქტია, რომელიც ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა Mouth Melters -ის ბრენდით და მალევე მიიპყრო ყურადღება.
წარმოებამდე ერთი წილით ადრე იდეა გაჩნდა, როგორც Mouth Melters Group-ის თანადამფუძნებელი ერეკლე ლოლაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, 2018 წელს გადაწყვიტეს, რომ ღვინის წარმოების პარალელურად მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მეღვინეობასთან იქნებოდა ასოცირებული.
არჩევანი შოკოლადზე გაკეთდა და შედეგმაც არ დააყოვნა - მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ უკვე 2022 წლისთვის შოკოლადის საწარმო-სახელოსნოც გახსნეს, რომელიც 100%-ით პასუხობს ევროპულ სტანდარტს.
,,Mouth Melters -ის შექმნის იდეა პირველად 2018 წლის ბოლოს გაგვიჩნდა, ხოლო 2019 წლის ბოლოს პირველი პროდუქცია სრულყოფილი სახით წარმოვადგინეთ. ეს არის ქვევრის ფორმის შოკოლადი, რომლის ინსპირაციაც სწორედ ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიაა.
ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 6 სახის შოკოლადს ორი ზომის შეფუთვით. საახალწლო კოლექციაში წელს შევიტანეთ სიახლე და მომხმარებელს შევთავაზეთ დიდი ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 30 ცალი შოკოლადის ქვევრი და 2.4კგ-ს იწონის. ძალიან კარგად მიიღო საზოგადოებამ ჩვენი პროდუქტი, უმოკლეს პერიოდშივე შეიყვარა და გვენდო, რაც დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, საწარმო-სახელოსნოს გახსნისკენაც ამ მოცემულობამ გვიბიძგა.
წლიდან წლამდე მაღალი მოთხოვნაა, 2023 წელი ამ მხრივ აშკარად გამორჩეულია, 2022 წელთან შედარებით, 200%-იან ზრდას ვაფიქსირებთ", - აცხადებს ერეკლე ლოლაძე.
Mouth Melters group-ის სამომავლო გეგმებში, ასორტიმენტის და წარმოების გაფართოებაა. 2024 წლის დასაწყისიდან უკვე გამოჩნდება ახალი პროდუქტი ყავის მოყვარულებისთვის. რომელიც ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით ყავის ძირითადად კატეგორიებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული.
ცნობისთვის, Mouth Melters -ის შოკოლადის საწარმო სოფელ მისაქციელში 140 000 ლარის ინვესტიციით შეიქმნა.
ამ ეტაპზე კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი