Tri Media Intelligence-ს მიერ შედგენილი სატელევიზიო რეიტინგით, ყურებადობის მიხედვით ტელეკომპანია „იმედი“ ნომერ პირველი ტელევიზიაა.
მისი Share-ს მაჩვენებელი 26.601 შეადგენს და აღნიშნული მონაცემებით ტელეკომპანია მეორე ადგილზე მყოფ პოს ტვ-სა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით უსწრებს.
TOP-3-ს რუსთავი 2 ხურავს, რომლის მაჩვენებლებიც პოს ტვ-ს მაჩვენებლებთან დაახლოებულია.
Tri Media Intelligence-ს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეიტინგი მარტის მონაცემებს ასახავს.
1 იმედი - 26.601
2 პოს ტვ - 7.901
3 რუსთავი 2 - 7.859
4 მთავარი არხი - 5.036
5 ჯი დი ესი - 3.924
6 საზ. მაუწყებლის 1-ლი არხი - 3.413
7 ტვ პირველი - 2.979
8 კომედი ტვ - 2.181
9 მარაო - 1.818
10 ფორმულა - 1.070
11 სილქ უნივერსალი - 0.880
12 მაესტრო - 0.746
13 ობიექტივი - 0.599
14 აჭარა - 0.593
15 სეტანტა სპორტ1 - 0.577
16 ალტ ინფო - 0.573
17 ევრონიუს ჯორჯია - 0.358
18 პალიტრა ნიუსი - 0.286
19 კავკასია - 0.205
20 ერთსულოვნება - 0.197
21 სეტანტა სპორტ 2 - 0.156
22 TVC - 0.152
23 TV 25 - 0.124
24 ენკი-ბენკი - 0.113
25 რაგბი ტვ - 0.090
26 სეტანტა სპორტ 3 - 0.080
27 სტერეო + - 0.049
28 მიუზიკ ბოქსი - 0.033
29 საპარლამენტო - 0.032
30 BMG - 0.028
TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.
TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.
(სამიზნე სეგმენტი - ინდ.4+ სტუმრების გათვალისწინებით / LIVE+Vosdal
ცვლადი - Share - სრული სატელევიზიო ყურებიდან არხის წილი)
უახლესი