რიგ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონი არასწორად დამონტაჟდა, „ფეიკნიუსია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მანვე საზოგადოებას წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, როგორ მუშაობს აღნიშნული ატრაქციონი.
„ფეიკნიუსების“ მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია და საზოგადოების დეზინფორმირებაა. გუშინ რიგი მედიასაშუალებები სიცრუეს ტირაჟირებდნენ, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა არასწორად, უკუღმა. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის, ვისაც უხარია დედაქალაქის წინსვლა, გავაკეთებთ განმარტებებს. ამ ადამიანებს კი აქვთ უფლება, აირჩიონ როგორ გააგრძელონ თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობა. არავინ გზღუდავთ, დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში, თუმცა სიცრუის უფლებას არ მოგცემთ და მას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დამონტაჟდა.
აღნიშნულ სასრიალოს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული სტანდარტია და გათვლილია სამიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
უახლესი
5 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე7 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს7 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა