დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Toyota მსოფლიოში უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა

Toyota მსოფლიოში უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა

30-07-2023 09:58:46

Toyota გახდა მსოფლიოში უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი 2023 წლის პირველ ნახევარში, უსწრებს გერმანულ Volkswagen AG-ს და სხვა კონკურენტებს.

ინფორმაციას Kyodo ავრცელებს.

Toyota-მ განაცხადა, რომ ექვს თვეში მსოფლიოში 5,42 მილიონი ავტომობილი გაყიდა, მათ შორის Daihatsu და Hino ბრენდების ქვეშ გაყიდული მანქანები. გასულ წელთან შედარებით ავტომწარმოებელმა 5,5%-ით მეტი ავტომობილის გაყიდვა მოახერხა.

იაპონური ავტომწარმოებლის თქმით, გაყიდვების ზრდა წარმოების შესაძლებლობების გაზრდით გახდა შესაძლებელი. 

შედარებისთვის, Volkswagen-მა 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდა მხოლოდ 4,37 მილიონი მანქანა, რაც 12,8%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Toyota Group-ის მსოფლიო წარმოება გაიზარდა 10,3%-ით და რეკორდული 5,63 მილიონი ერთეული შეადგინა. მისმა წარმოებამ იაპონიის ფარგლებს გარეთ ასევე მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს - 3,53 მილიონი მანქანა.

კომპანიის გაყიდვები მშობლიურ იაპონურ ბაზარზე 26,9%-ით გაიზარდა და 1,21 მილიონ ავტომობილს მიაღწია. საინტერესოა, რომ გაყიდვების ზრდამ უცხოურ ბაზრებზე მხოლოდ 0,6% შეადგინა ჩინეთში მანქანებზე მოთხოვნის უმნიშვნელო ვარდნის გამო.

აღსანიშნავია, რომ ელექტრო Lexus RZ-ის წყალობით, Toyota-ს ელექტრომობილების გაყიდვები საანგარიშო პერიოდში ხუთჯერ გაიზარდა და 46,171 ერთეული შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები