დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 კომპანიიდან, რომელიც საქართვლოში გზებსა და ავტობანს აშენებს, 3 ჩინურია

TOP 5 კომპანიიდან, რომელიც საქართვლოში გზებსა და ავტობანს აშენებს, 3 ჩინურია

24-05-2023 16:00:52

საქართველოში ბრუნვის მიხედვით მშენებლობის სექტორის ყველაზე დიდი  კომპანიები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები) 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სამშენებლო კომპანია გამოიკვეთა: 

  • ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი
  • შპს ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში
  • შპს ანაგი
  • შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი საქართველოში
  • გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი (უცხოური კომპანიის ფილიალი) საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა. ფილიალის დირექტორია - ჟან იუნვუ. 

შპს ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია ჩინეთის მოქალაქე მა ჯინ

შპს ანაგი - 1995 წელს დაფუძნდა. კომპანიის მესაკუთრეა ნანა აროშიძე, ხოლო კომპანიის 100% ზაზა გოგოტიშვილი მართავს. 

შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია - ჟაი ფეიფეი. 

გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კოს 2019 წელს დაფუძნდა, კომპანიის დირექტორია ჩენ იუჩიანგი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები