დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით

TOP-5 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით

12-06-2024 19:00:00

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო სექტორის პირველი კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით 2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან  398 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 325 მილიონ ლარს შეადგენდა.  

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი (2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 60  მილიონი ლარი, წმინდა მოგება - 13.2 მილიონი ლარი) შეადგინა. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 494 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 397 მილიონ ლარს.

2024 წლის  3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 58.5 მილიონი ლარით და ბაზრის 28% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - 46.4 მლნ ლარით (ბაზრის 22%), მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია  "არდი"  - 23.4 მლნ ლარით (ბაზრის 11%),მეოთხე ადგილზე "თიბისი"  იყო - 22.2 მლნ ლარი (ბაზრის 10%), მეხუთე ადგილზე კი "პსპ" - 15.5 მლნ ლარი (ბაზრის 7%). 

მოზიდული სადაზღვევო პრემიით “ჯიპიაი” ბაზრის ლიდერად რჩება. კომპანიას 80 მლნ ლარის პრემია აქვს მოზიდული, მეორე ადგილზეა “თიბისი დაზღვევა”, მესამეზე - "იმედი L".

ტოპ-5 კომპანია მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. ჯიპიაი ჰოლდინგი - 80 მლნ ლარი
  2. თიბისი დაზღვევა - 60 მლნ ლარი
  3. იმედი L – 53 მლნ ლარი
  4. ალდაგი - 41 მლნ ლარი
  5. არდი - 28 მლნ ლარი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები