დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს

08-04-2024 13:00:00

ქვეყანაში ბრინჯის იმპორტი 1,5%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 2,257.72 ტონა ბრინჯი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,292.04 ტონა. მიმდინარე ორი თვის მაჩვენებლებით ქვეყანაში იმპორტირებული ბრინჯის საერთო ღირებულება 1,647.45 ათასი დოლარია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,579.30 ათასი დოლარის.

ქვეყანაში იმპორტირებული ბრინჯის 58%-ი პაკისტანზე მოდის. 

  • პაკისტანი - 1,300.00 ტონა - 807.96 ათასი დოლარი,
  • ინდოეთი - 466.30 ტონა - 410.56 ათასი დოლარი,
  • ტაივანი, ჩინეთის პროვინცია - 200.00 ტონა - 141.00 ათასი დოლარი,
  • ვიეტნამი - 189.00 ტონა - 145.05 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 68.05 ტონა - 65.81 ათასი დოლარი.

2024 წლის ორ თვეში საქართველომ ბრინჯი 11 ქვეყნიდან იყიდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები