იაპონური ავიაკომპანიის Japan Airlines-ის თვითმფრინავს ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის ამსახველი კადრები NHK-მა გაავრცელა.
ჩანაწერზე ჩანს, რომ დაშვებისთანავე თვითმფრინავი ცეცხლშია გახვეული და ილუმინატორიდან შავი კვამლი ამოდის.
აღნიშნულია, რომ ეს იყო შიდა რეისი და ბორტი საპოროდან ჩამოფრინდა. თვითმფრინავში სულ 379 მგზავრი (მათ შორის რვა ბავშვი) და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. მათი ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, არის 2021 წელს წარმოებული Airbus A350.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ Reuters-მა და იაპონურმა მაუწყებელმა NHK-მ განაცხადეს, რომ Japan Airlines-ის რეისი შესაძლოა იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა ჰანედაში დაშვების შემდეგ.
სანაპირო დაცვა ამბობს, რომ მისი თვითმფრინავი, რომელიც სავარაუდოდ დაარტყა სამგზავრო თვითმფრინავს, მიემართებოდა ნიიგატას აეროპორტისკენ, რათა დახმარება მიეწოდებინა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ნოტოს ნახევარკუნძულზე.
უახლესი
1 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“