კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორი სერგო შავგულიძის თანაავტორობით, ტელეკომუნიკაციების შესახებ ახალი წიგნი - “კომუნიკაცია დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებით” გამოიცა.
აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიები, კვლევის პერსპექტივები დედამიწის დაბალი ორბიტის (LEO) თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემებში, ასევე, წარმოგვიდგენს უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით, LEO თანამგზავრების გლობალურ უსადენო საკომუნიკაციო პლატფორმაში ინტეგრირებასთან დაკავშირებულ ძირითად ტექნიკურ გამოწვევებსა და მიგნებებს.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრების ავტორობით, ტელეკომუნიკაციის სფეროს შესახებ უკვე 10-ზე მეტი წიგნი გამოიცა. წიგნები სატელეკომუნიკაციო დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სფეროს განვითარებას ემსახურება.
წიგნის სრულად ნახვას შეგიძლიათ ბმულზე.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება