დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ძველი ბინების გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა

თბილისში ძველი ბინების გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა

18-07-2023 14:17:54

2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 20,026 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, უმნიშვნელოდ, 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 5%-ით, 1.1 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, იანვარ-ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა.

წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით შემცირდა, 7,890 ერთეულამდე.

2023 წლის 6 თვეში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები