დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის შემდეგ, პირველ რესტორანს ბათუმში გავხსნით - „უმმი“

თბილისის შემდეგ, პირველ რესტორანს ბათუმში გავხსნით - „უმმი“

07-12-2023 17:00:40

Raw Food-ის ანუ ცოცხალი საკვების პირველი რესტორანი საქართველოში ,,უმმი“  გაფართოებას და რეგიონების მიმართულებით ახალი ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს.

საწყის ეტაპზე შეირჩა ბათუმი, სადაც დედაქალაქის შემდეგ, ,,უმმის" პირველი რესტორანი გაიხსნება.

როგორც კომპანიის  დამფუძნებელი სალომე კალანდაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ,,უმმი" რეალურად დიდი გამოწვევის წინაშეა, რადგან უკვე აღარ არის სტარტაპი და საქმიანობის გაგრძელება, როგორც საშუალო ბიზნესს, უწევს.

,,სტარტაპის ეტაპი გავიარეთ, გაფართოებას ვგეგმავთ.  სამი წელი გადამწყვეტი იყო, ახლა დროა გავფართოვდეთ და მეტი გეოგრაფიული არეალი მოვიცვათ. თუკი ამ მიზანს მივაღწევთ და  ჩვენი წარმოება უფრო გლობალურ მასშტაბს შეიძენს, ე.ი. როგორც ბიზნესი, შედგა. ვნახავთ, რამდენად გამოგვივა წლევანდელ გამოწვევასთან გამკლავება. 

რეგიონში ვაპირებთ გასვლას, ორიენტირი თავდაპირველად  აჭარაზეა, ახალი ობიექტის გახსნა ბათუმში იგეგმება, რომელიც ტურისტულად მიმზიდველია. ამ მიზანს თუ არ განვახორციელებთ, ჩავთვლით, რომ წინგადადგმული ნაბიჯი არ გვაქვს", - აცხადებს სალომე კალანდაძე.

გაფართოებისა და რეგიონული მოცვის მიზეზს განსაზღვრავს მაღალი აქტიურობა და ინტერესი, რასაც მომხმარებლები ,,უმმის" მიმართ ავლენენ.

ვეგანური რესტორნის მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. ამ მხრივ 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. როგორც სალომე კალანდაძე აღნიშნავს, წინა 2022 წელთან შედარებით, შემოსავალი ათჯერ მეტია.

„თბილისში ჩვენი წარმოება ფუნქციონირებს ტურისტულ რაიონში, სადაც სარესტორნო მომსახურებასაც ვეწევით. ამან გამოიწვია მოთხოვნის დიდი ზრდა როგორც უცხოელი ტურისტების, ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდანაც. ვეგანური კვება უფრო მეტად პოპულარული ხდება და ცხოვრების ამ ჯანსაღ წესს უკვე მეტი ადამიანი მისდევს. ეს აისახა  შეიძლება ითქვას, რომ ათჯერ მეტი შემოსავალი მივიღეთ წინა წელთან შედარებით", - ამბობს ,,უმმის" დამფუძნებელი.

უმმი . ummy ამჟამად 2 ობიექტით არის წარმოდგენილი და 15 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები