თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა.
პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო საკრებულოს 5 დეპიტატი.
52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტომდე ეს ტერიტორია შპს „კოსტავა 69-ს" ეკუთვნოდა. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობდა ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისაა. „კოსტავა 69-ის" დირექტორი მისი დისშვილი კახა კობიაშვილია.
2023 წლის აგვისტოში "ლაგუნა ვერე" და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია შპს „ნეო სითი დეველოპმენტმა” იყიდა. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს „ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა.
„ნეო სითი დეველოპმენტი“ 2023 წლის მარტში დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია ტარიელ გაბუნია, ხოლო 100% „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.
უახლესი
2 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“