დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის რომელ უბნებშია მანქანის პარკინგი ყველაზე ძვირი - კვლევა

თბილისის რომელ უბნებშია მანქანის პარკინგი ყველაზე ძვირი - კვლევა

22-02-2023 16:53:46

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც თბილისში პარკინგზე ყველაზე მაღალი ფასი საბურთალოზეა და 7,486 USD შეადგენს. 

„რასაც ძირითადად KING DAVID-ის პროექტი განაპირობებს და განაპირობებს და ის ერთგვარ “ექსტრიმს“ წარმოადგენს ჯგუფში“, - ნათქვამია კვლევაში;

თბილისი - პარკინგის ფასები.  2022 წლის დასაწყისი; წყარო: ეროვნული ბანკი

საბურთალო - 7,486 USD;

კრწანისი - 6,003 USD; 

ვაკე - 5 042  USD;

დიდუბე- ნაძალადევი - 4,726 USD;

ისანი-სამგორი-ვარკეთილი - 3,834 USD;

დიდი დიღომი - 3,585 USD;

გლდანი-მუხიანი - 3,527 USD;

ბაგები - 3,491 USD;

ლისი - 3,303 USD;

„ცენტრალურ უბნებში ფიქსირდება პარკინგების ყველაზე მეტი რაოდენობა ერთ ბინაზე დაანგარიშებით;

თბილისის უბნების რიგითობა საპირისპიროა თუ პარკინგისა და ბინის ფასებს (1კვ.მ-ზე) შევადარებთ(შევაფარდებთ) ერთმანეთს.

გარეუბანსა და ცენტრს შორის ფასები საცხოვრებელ ფართებზე უფრო მეტად განსხვავდება, ვიდრე საპარკინგე ადგილებზე“, - ნათქვამია კვლევეში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები