2023 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,136 ერთეული შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 21%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 20%-ით, 169 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
Colliers Georgia-ს ინფორმაციით, სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 18%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის სექტემბერთან შედარებით მაჩვენებელი 26%-ით შემცირდა.
სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 7%-ით, ქალაქის ცენტრში კი მხოლოდ 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 3%-ით, ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
უახლესი
30 წუთის წინ
Snacky ასორტიმენტს აფართოებს და გაყიდვებს ზრდის15 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა17 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა17 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს