იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 11% და 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას recov ავრცელებს.
ირკვევა, რომ იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,151 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 11%-ით, 197 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
იმავდროულად, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით არის შემცირებული.
2024 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი - 2%-ით შემცირდა.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო5 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი