თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის გაფართოების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც კურორტის ტერიტორიაზე 4 - ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. პარალელურად მზარდია მოთხოვნა კურორტის სერვისების მიმართ.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი არის ერთადერთი ადგილი საქართველოში რომელიც ერთ სივრცეში 4 მიმართულებას აერთიანებს. ეს არის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ბალნეო და სპა გამაჯანსაღებელი პროცედურები.
„თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, მიმდინარე წელის წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებელთა მომართვიანობა გაზრდილია.
კურორტი ორიენტირებულია მიაწოდოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისი, ხელმისაწვდომი ფასებით. გარდა ამისა, ეს ერთადერთი ადგილია საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში 4 მიმართულებას აერთიანებს: სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ბალნეო და სპა გამაჯანსაღებელი პროცედურები.
გარდა ამისა, აქ ხელმისაწვდომია მინერალური/გოგირდოვანი წყლის აბაზანები, წყალქვეშა და მშრალი გაჭიმვები, შარკოს შხაპი, წყალქვეშა მასაჟი მინერალური გოგირდოვანი წყლით, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟები, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის სხვადასხვა პროცედურები, ბალნეო პროცედურები, სპა ველნეს პროცედურები: აკვა აერობიკა, იოგა - ფიტნესი, ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია და ა.შ. ასევე გვყავს ყველა პროფილის ექიმ სპეციალისტი, დაწესებულება უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი“, - ამბობს ბალნეოლოგიური სპა კურორტის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რის შედეგადაც აღდგენილია შენობის 40%, ბალნეო პროცედურები და კურორტს პირველადი იერსახე დაუბრუნდა.
ბალნეოლოგიურ კურორტს არაერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, მისი წამყვანი სამკურნალო ფაქტორია თერმულ-გოგირდოვანი მინერალური წყლები, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახი ფიზიოთერაპიული ფაქტორებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცედურები მაქსიმალურად მდიდარია მინერალებითა და სამკურნალო თვისებებით.
შესაბამისად, როგორც კურორტის თანამშრომელი ამბობს, შედეგიც უნიკალურია. მისივე ინფორმაციით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მაღალი კლასის 4 ვარსკვლავიანი 130 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.
ინვესტიციებთან დაკავშირებულ დეტალებზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
„კურორტი მუდმივი პროგრესის პროცესშია, დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და ამბიციური პროექტი“, - აცხადებს კურორტის თანამშრომელი. ამ ეტაპზე თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მომხმარებლების 90% ადგილობრივი მოქალაქეები არიან.
კურორტი 165 ადამიანს ასაქმებს და მათი რაოდენობა მომავალშიც, ახალი პროექტის განხორციელების პარალელურად გაიზრდება.
ცნობისთვის, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.
უახლესი
15 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა15 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება