დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის აეროპორტში 9,3კგ ფსიქოტროპული ნივთიერება Ketamine აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში 9,3კგ ფსიქოტროპული ნივთიერება Ketamine აღმოაჩინეს

23-08-2023 12:26:37

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საბაჟო  პროცედურების/ფორმალობების აღსრულება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ,,თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უკრაინის მოქალაქის (ლ.ფ)  კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის, დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9,3  კილოგრამი,  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ,,Ketamine”  აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ნივთიერება, კუთვნილი ბარგის,  წინასწარ მოწყობილ სამალავში, 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული.  

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები